Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აქამდე უცნობი დეტალები გიორგი მამარდაშვილზე – რაზე ალაპარაკდნენ ლეგენდარული მეკარის ოჯახის წევრები?

July 5, 2024
აქამდე უცნობი დეტალები გიორგი მამარდაშვილზე – რაზე ალაპარაკდნენ ლეგენდარული მეკარის ოჯახის წევრები?

გადაცემა „მელაძის შაბათი“ ქართველი ფეხბურთელების ბავშვობაზე გვიყვება. გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ გიორგი მამარდაშვილის დედას არ უნდოდა მისი შვილი ფეხბურთელი რომ გამოსულიყო.

“არ მინდოდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო. ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია, მეთქი“. – იხსენებს დედა.

სიუჟეტში მასწავლებლები მის ბავშვობას იხსენებენ.

ასევე გავიგებთ, როგორ მოარტყა ფიზიკის მასწავლებელს ბურთი გაკვეთილზე და როგორ წავიდა “შატალოზე”.

გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.

2019 წელს “რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 4–1 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილ იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა. წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.

“ყოველდღე ვშრომობ იმისთვის, რომ განვვითარდე. „ვალენსიაში“ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კიდევ მეტი მინდა დავამტკიცო ჩემი თამაშით. ჩემი ყოველი დღე „ვალენსიაში“ არის უკეთესი, დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ, მათ შორის, ესპანურსაც, ყოველდღე მეტს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით”, – ამბობდა გიორგი.

გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. მასზე დღეს არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში, არამედ მთელ მსოფლიოში ბევრს საუბრობენ.

გიორგი მამარდაშვილის ოჯახი

გიორგი მამარდაშვილისთვის ფეხბურთი ბავშვობიდან ახლობელი იყო – მამა, დავით მამარდაშვილი, ვეტერანი მეკარე გახლავთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით თამაშობდა – მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობით დაკავდა.

გიორგი მამარდაშვილის დედა თამუნა ბლიაძეა. დედა გიორგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხშირად ესწრება თამაშებს და ყოველთვის მხარში უდგას მას.

გიორგის ჰყავს და, ნინიკო მამარდაშვილი, რომელიც სტუდენტია. ნინიკოს “ტიკ-ტოკის” მომხმარებლები კარგად იცნობენ, რადგან ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. მის გამომწერებს განსაკუთრებით მოსწონთ გიორგისთან ერთად გადაღებული ვიდეოები და მუდმივად ითხოვენ მის კადრში გამოჩენას. და-ძმა ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, რადგან გიორგი ვალენსიაში ცხოვრობს, ნინიკო – თბილისში, თუმცა მათ განსაკუთრებულ დაძმობაზე ბევრს წერენ – ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს.

გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა, თუმცა ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ. როგორც ისინი ამბობდნენ, ქორწილს საქართველოში გეგმავენ. ელენე მოდელია, ხშირად ჩანს არაერთი ცნობილო ბრენდის კამპანიაში, მეუღლესთან ერთად ვალენსიაში დიდ დროს ატარებს და მის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური დაიკეტოს 45 დღით” – რომელი მეტოსადგური დაიკეტება 12 ივლისიდან?
  • ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – რას აცხადებს თბილისის მერია
  • “ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე” – რას აცხადებს კახა კალაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge