ეროვნული ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის მეუღლე იხსენებს დღეს, როდესაც ფეხბურთელმა მას ცოლობა სთხოვა.
ლინდა კიკოლაშვილი ამბობს,რომ გველესიანმა ამით მთელი ირანი აალაპარაკა.
„ერთმანეთი 2018 წელს გავიცანით, საერთო მეგობრის მეშვეობით. „ინსტაგრამზე“ ნახა ჩემი ვიდეო და ჩემს მეგობარს სთხოვა, გამაცანიო… მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. შევხვდით ერთმანეთს და პირველივე შეხვედრაზე მტკიცე ხასიათი გამოავლინა – დიდი ხანია გათვალიერებ და პირველივე შეხვედრიდან ერთად უნდა ვიყოთო… გაკვირვებული დავრჩი (იცინის). დაახლოებით, 1 წელიწადში შევუღლდით… ხელი ირანში მთხოვა…
ეს იყო უპრეცედენტო ამბავი, იქ მიჩვეულები არ არიან, რომ ქალთან მუხლმოდრეკით წარდგეს კაცი და ხელი სთხოვოს. მოკლედ, ძალიან რეზონანსული ამბავი იყო. მომდევნო დღეს, მთელი პრესა ამაზე წერდა,“ – იხსენებს ლინდა კიკოლაშვილი.
View this post on Instagram