პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ხშირად პოსტავს “ევრო2024″–თან დაკავშირებულ თემებზე. მორიგი პოსტი როგორც თავად წერს, საბეხბურტო ამოცანას ეხება.
“საფეხბურთო გამოცანა:
გუნდს აწყობს, რომ წააგოს, რადგან ამ შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე შეხვდება სუსტ გუნდს და თავიდან აიცილებს მასზე გაცილებით ძლიერ გუნდთან თამაშს.
თამაში დასასრულს უახლოვდება. სხვა გამოსავალი არაა, საჭიროა ავტოგოლი. მოწინააღმდეგე ჯარიმდება ამ გუნდის კარებთან ახლოს, დავუშვათ, სადღაც 20 მეტრის სიახლოვეს. მიდის ამ გუნდის ფეხბურთელი და ნაცვლად იმისა, რომ ბურთი დაარტყას მოწინააღმდეგის ნახევრისკან, მობრუნდება და ურტყამს საკუთარი კარისკენ. გოლი გადის.
რა ხდება ამ შემთხვევაში? მიაღწია თუ არა ამ გუნდმა მიზანს? ჩაითვლება გოლი თუ არა?
ვინც უპასუხებს, მიიღებს პრიზად კარგ ბურთს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სექტემბერში ერთა ლიგაზე ვითამაშებთ კარგად:))”- წერს რომან გიცირიძე.
</div>