ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები UEFA-მ ჯამში 1.2 მილიონი ევროზე მეტით დააჯარიმა, მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ მატჩებზე გამოვლენილი დარღვევების გამო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით ჯამში 46 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ამ თანხაში არ შედის ესპანეთთან გამართული მერვედფინალური მატჩი. თუ უეფა ამ მატჩზეც გამოავლენს რაიმე დარღვევას, ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს.
დარღვევები მოიცავს გულშემატკივრებს შორის მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, მოედანზე შეჭრას, პიროტექნიკის გამოყენებას და სხვა.