Friday, September 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა… მარტო დარჩა”– რას წერენ ახლობლები ნუგზარ წურწუმიასთან დაკავშირებით?

July 3, 2024
“დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა… მარტო დარჩა”– რას წერენ ახლობლები ნუგზარ წურწუმიასთან დაკავშირებით?

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს.

სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან…

„როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.

ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი.

სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა.

„ჩცდ-ში“ რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა – ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან.

ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი.

მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი.

ტელეფონში აზიზლის ბულკი, ასე მიწერია, სულ მინდოდა, მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, აზიზლის ბულკი ხარ მეთქი.

შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.

ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ… არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე,“ – წერს სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
  • კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge