“მეცის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს აუცილებლად შეიცვლის. ფაბრიციო რომანომ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მიქაუტაძემ “მონაკოსთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
მიუხედავად ამისა, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის მოჰამედ ტუბა-შერის ცნობით, გიორგის შეძენასთან ამ ეტაპზე ყველაზე ახლოს “ლანსია”, რომელიც 23 წლის ფორვარდის სანაცვლოდ “მეცს” გრანდიოზულ წინადადებას უმზადებს.
თავის მხრივ, დანებებას არც “მონაკო” აპირებს და მონეგასკები მიქაუტაძის შესაძენად ბოლომდე იბრძოლებენ.