“ყოველი დღე იყო განსაკუთრებული. უდიდესი ემოცია მოდიოდა, როცა ქართველ ხალხს ვხედავდით ასე გახარებულს” – აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა. ფეხბურთელების მსვლელობა ავტობუსით 10-ის ნახევრიდან, მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.