„ჩელსის“, „სელტიკისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
სატონმა „ჯვაროსნები“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ესპანეთთან გასამართი მატჩის პროგნოზიც შემოგვთავაზა.
შეგახსენებთ, რომ სატონმა პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზეც ისაუბრა და „სელესაოს“ 2:0 გამარჯვება ივარაუდა.
„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ „ჯვაროსნები“ მერვედფინალში დამარცხდებიან და „ფურია როხას“ ტრიუმფს ვარაუდობს – 3:1. „რა მაგარი ისტორიაა საქართველოს ნაკრების მიერ ევროზე ნაჩვენები თამაში.
ძალიან მომწონს რასაც მიაღწიეს და მომწონს ისიც, ეს როგორც გააკეთეს. საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ესპანეთთან 1:7 დამარცხდა, მაგრამ ევრო 2024-ზე ერთა ლიგის წყალობით გავიდა და ყველა გააოცა.
ხვიჩა კვარაცხელია მათი ნამდვილი ვარსკვლავია და საქართველომ, თავისი დამოკიდებულებით, გერმანიაში მიმდინარე ტურნირს რაღაც ახალი შესძინა. ქართველებს უბურთოდ ყოფნა არ აწუხებთ და კონტრშეტევებზე საოცარი სისწრაფით გამოირჩევიან.
საქართველომ ყველას აჩვენა, რა კარგი გუნდია, მაგრამ მათთვის პრობლემა ისაა, რომ ესპანეთი ჯგუფურ ეტაპზე საოცარი გუნდი იყო“.