გიორგი ქოჩორაშვილს ბრაზილიელი შეყვარებული სანდრა მენდოსა დაბადების დღეს ულოცავს.
“გილოცავ ჩემო სიცოცხლე, შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს ამქვეყნად. მიყვარხარ“, – წერს სანდრა მენდოსა და გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გიორგი ქოჩორაშვილს დაბადების დღე მიულოცა საქართველოს ნაკრებმაც. მათ ოფიციალურ გვერდზე ქართველი ფეხბურთელის ისტორიული პენალტის ვიდეო გამოაქვეყნეს წარწერით: “ქოჩორ, გილოცავთ დაბადების დღეს ❤️🎂”.
ფეხბურთელს დაბადების დღე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა ესპანურმა კლუბმა “ლევანტემაც”.
გიორგი ქოჩორაშვილი დღეს 25 წლის გახდა.
