რუსთავში, მე-17 მიკრო/რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება ყვება, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის საშრობში გაჩნდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაარჩინა.
“ცეცხლი იყო და დავინახე, შველას ითხოვდა. ავედი და გადმოვიყვანე, მერე გამოვარდა ცეცხლი შოკში იყო ბავშვი. დაახლოებით 12-13 წლის იყო, სახეზე არც დამინახავს. გარედან ავედი “ტრუბებზე” და ისე გამოვიყვანე… მეც ისე ვარ, სულ მაკანკალებს ახლა”, – უთხრა “ინფო რუსთავს” პირმა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.
ადგილზე მეხანძრე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.