უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო შეეწირა.
ავდიივკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში, ოკუპანტებთან დაპირისპირებაში გმირულად დაეცა სპეც.დანაყოფ “თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე.
ამის შესახებ სპეც-დანაყოფის Facebook-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა.
უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.