Friday, September 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“დებიუტანტებმა ევრო 2024-ის შოკი მოახდინეს”- მსოფლიო მედია ქართული ფეხბურთის გასაოცარ შედეგებზე ამ დრომდე საუბრობს

June 27, 2024
🎥მიქაუტაძის საოცარი გოლი და ქართველების ემოციები სტადიონზე – ნახეთ კადრები

საქართველომ ფეხბურთის სამყარო, პორტუგალიის დამარცხებით, შოკში ჩააგდო.

ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას პორტუგალიის ნაკრებთან დასავლური მედია ეხმაურება. წამყვანი გამოცემების უმეტესობა წერს, რომ თამაში ერთგვარი შოკი იყო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან დებიუტანტმა ჯგუფმა მსოფლიო ფავორიტს სძლია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

UEFA 2024-ზე ქართველების სენსაციურმა თამაშმა ფეხბურთის ბევრი ცნობილი მიმომხილველი გააოცა.

შთამბეჭდავი, ფანტასტიკური, შეუდარებელი, მოულოდნელი – ეს ის სიტყვებია, რომლითაც წამყვანი მედიასაშუალებები ქართველი ფეხბურთელების წარმატებას ახასიათებენ. სპორტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველომ გულშემატკივრების გული უშიშრობითა და მაღალი კლასის ფეხბურთით დაიპყრო.

გამოცემები აქცენტს აკეთებენ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე, რომელიც მატჩის დაწყებიდან 2 წუთში გაიტანა, გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც პრესტიჟულ ჩემპიონატზე 3 გოლის ავტორია და, რა თქმა უნდა, ნაკრების მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც მიმდინარე თამაშზე არცერთი გოლი არ გაუშვა.

„საქართველომ დამაჯერებლად დაამარცხა პორტუგალია და ევრო 2024-ის პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გავიდა“ – წერს CNN.

„საქართველო 2-0 პორტუგალია: ევროპის დებიუტანტები განსაცვიფრებელი გამარჯვებით მერვედფინალში გადავიდნენ“ – წერია უეფას ოფიციალურ გვერდზე.

„დებიუტანტებმა ევრო 2024-ის შოკი მოახდინეს და განსაცვიფრებელი გამარჯვებით მერვედფინალში გავიდნენ“ – Eurosport.

“ევრო 2024-ის უდიდესი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია“ – The New York Times.

“კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვებით საქართველო მერვედფინალში გადაიყვანა“ – The Guardian.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ₾4 მილიონის მითვისების საქმეზე ბიჭიკო პაიკიძეს, მისივე კომპანიის დირექტორს და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ტიგრან კეოსაიანი გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge