ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ვალენსია გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას მაინც გეგმავს. ესპანური კლუბი ქართველ მეკარეს 35-40 მილიონ ევროდ ყიდის. კლუბი ქართველი მეკარის გაყიდვას იმიტომ აპირებს, რომ მის შემცვლელად დიმიტრიევსკი უკვე გააფორმეს.