ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში, არასრულწლოვნებს შუა საუკუნეების დასჯის მეთოდებით სჯიან. გალავანს მიღმა „კურიერის” კამერამ შეიხედა.
როგორ სიუჟეტიდან ჩანს, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარები, გაფრთხილების გამო, საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან, დუმილი დღეს მხოლოდ რამდენიმემ დაარღვია.
ნინოწმინდაში მდებარე საპატრიარქოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში 57 ბენეფიციარი ცხოვრობს.
მედიას შიდა სივრცეში შესვლა სასტიკად აკრძალული აქვს. ასევე კომუნიკაციაზე უარს აცხადებს დაწესებულების ადმინისტრაციაც.
ბავშვთა სახლში ბენეფიციარების მიმართ ძალადობის ფაქტები და დასჯის შემთხვევები ომბუდსმენის წინა მოკვლევით გამოვლინდა. განმეორებითი მონიტორინგის სურვილის, არაერთი მცდელობის და თხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატს თავშესაფარში შესვლა აეკრძალა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი რეაგირებისკენ მთავრობას მოუწოდებენ.