ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში კრიშტიანო რონალდოს შესახებ წერს.
“შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, რატომ ტირის კრიშტიანო ყოველი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ?”, – წერს ბასილაშვილი “ინსტაგრამზე”.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.