Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ისტორია, რომელიც დავწერეთ, გრძელდება და დასასრული არ უჩანს” – ქართველი ფეხბურთელების კომენტარები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

June 27, 2024
“ისტორია, რომელიც დავწერეთ, გრძელდება და დასასრული არ უჩანს” – ქართველი ფეხბურთელების კომენტარები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

EURO 2024-ზე პორტუგალიის დამარცხებისა და ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს და პირობა დადეს, რომ ისტორია გაგრძელდება.

გიორგი გოჩოლეიშვილი: “ძალიან ბედნიერები ვართ – კიდევ დავწერთ ისტორიას და უფრო და უფრო წინ წავალთ. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვიყავით, რადგან ასეთი ასეთი გვერდში დგომა არ გვიგრძნია – გვეგონა, რომ საქართველოში ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქომაგს”.

გიორგი წიტაიშვილი: “დავალება იყო, რომ შეგვენარჩუნებინა ანგარიში, ნაკლებად წავსულიყავით წინ და დაცვას დავხმარებოდი, რადგან რთული თამაში იყო. ყველაზე მთავარია, გავედით, სადაც გავედით.”

ოთარ კიტეიშვილი: “ისტორია, რომელიც დავწერეთ, გრძელდება და დასასრული არ უჩანს – ამაზე მაგარი გრძნობა, ალბათ, არ არსებობს. უბედნიერესები ვართ. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში და როგორი სიხარულია. ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი შევძელით და ამ ყველაფრის ნაწილი ვართ.”

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით – გიორგი მიქაუტაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
  • სალომე ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge