საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის ნაკრების 2:0 დამარცხებას და პრეი-ოფში გადასვლას ეხმაურება.
“ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს… არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში…შემართებით!” – წერს პრეზიდენტი.
ევროპის ჩემპიონატზე საართველომ პორტუგალიას ანგარიშით 2:0 მოუგო, რაც იმასნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრები კგუფური ეტაპიდან გავიდა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავიდოდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.