გამოცემა The Guardian EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: “სასწაულისკენ მიმავალ გზაზე უშიშარ საქართველოს პორტუგალია ეღობება.”
სტატიის სათაურში აღნიშნულია, რომ საქართველო მიუღწევლის მიღწევას ცდილობს და ამ გზაზე მას F ჯგუფის ფავორიტი – პორტუგალია ჰყავს დასამარცხებელი.
“EURO 2024-ის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ისტორია უკვე დაწერა – ახლა სანიოლი და კვარაცხელია მერვედ ფინალზე ოცნებობენ”- ვკითხულობთ სტატიის შესავალ ნაწილში.
სტატიაში მიმოხილულია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია დღევანდელი მატჩის შესახებ და აღნიშნულია, რომ “აშკარაა, ამ კრიტიკულ მომენტში, საქართველო ოცნებაზე უარის თქმას არ აპირებს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ეროპის ჩმეპიონატზე გადამწვეტ შეხვედრას ჯგუფიდან გასასვლელად დღეს პორტუგალიასთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.