გადამწყვეტი მატჩის წინ, ,,ვალენსია“ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ამხნევებს და გვერდზე ქართულ ენაზე წერს:
,,წარმატებებს გისურვებთ, გიორგი!“
შეგახსენებთ, რომ საქართველო ეროპის ჩმეპიონატზე გადამწვეტ შეხვედრას ჯგუფიდან გასასვლელად დღეს პორტუგალიასთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია. გერმანია, თბილისის დროით 23:00 საათი – მთელი ქვეყნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივოდ ემზადება. მეტოქე პორტუგალიაა, ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, რა თქმა უნდა, აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საღამოს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები უნდა დაამრაცხოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ჩატოვებს.