Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან

June 26, 2024
“მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან

“მდგომარეობა არის საგანგებო”- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ.

“მდგომარეობა არის საგანგებო, არცერთო სახურავი არ არის გადარჩენილი. სპეციალისტებმა უნდა ნახონ, დარტყმა ქარბობრბალას არის ძალიან დიდი და ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რამე უხილავი ბზარები. ასევეა სამრეკლო, რომელსაც აქამდეც სჭირდებოდა გამაგრება და რესტავრაცია და დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რა დარტყმა მიიღო. ყველაფერი ფაქტიურად არის მორყეული, წარმოუდგენელია, რა ძალამ მოარყია, უზარმაზარი ლორფინის ქვები არის გაფრიალებული, როგორც ფარატინა ფურცელი”- განაცხადა მეუფემ.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განმარტებით, მონასტრის დაზიანების მასშტაბი სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ და სახელმწიფო გადაწყვეტს, რა ჩარევა განახორციელოს ალავერდის აღდგენის პროცესში.

“ყველა გაწმენდითი სამუშაო ჩატარებულია და ამჟამადაც გრძელდება.საჭიროა მონასტრის ღრმა შესწავლა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ალავერდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავისი სპეციფიკა აქვს და დასკვნა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ”- განაცხადა ბეგიაშვილმა.

შეწყდება თუ არა ალავერდში დროებით, წირვა-ლოცვის პროცესი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მონასტრის მსახურები სპეციალისტებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, გუშინდელმა ქარბორბალამ ალავერდის სამონასტრო კომპლექსსა და საკათედრო ტაძარს დიდი ზიანი მიაყენა.

სტიქიის შედეგად, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამოვარდნილია ჯვარი , დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის სარკმლები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, დაზიანებულია გარშემო ინფრასტრუქტურა და ახლოს მყოფი მსუბუქი ავტომობილები.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნეში ერთ- ერთმა ასურელმა მამამ, იოსებ ალავერდელმა დაარსა.XI საუკუნიდან კი, ალავერდი საეპისკოპოსო ცენტრი და მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
  • ცნობილია ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
  • თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge