26 მაისიდან ასტროლოგიურად მძიმე დღეები იწყება, რადგან მზის და მთავრის დაბნელების დღეებია და შესაბამისად, გასავლელია ე.წ. დაბნელებების დერეფანი.
როგორი თვე ელის ზოდიაქოს ნიშნებს და რას უნდა ველოდოთ – ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ჯერჯერობით, ეს პერიოდი ნორმალური და სტაბილურია თითქმის ყველა ნიშნისთვის. განსაკუთრებული პრობლემა არც ერთ არ აქვს. შედარებით ფრთხილად ტყუპების ზოდიაქო უნდა იყოს. ენერგოტონუსი დაბალი აქვს და ემოციური გაღიზიანება მაღალი. თუმცა, საქმიანი კუთხით მასაც აქვს გარკვეული პერსპექტივები ამ პერიოდში. ყველაზე აქტიური და პოზიტიური ამ პერიოდში არის კურო, ქალწული და თხის რქა.
26 მაისამდე გარკვეული პრობლემა მოსალოდნელი არ არის. 25-26-დან ყველასთვის დაიწყება ძალიან რთული და მძიმე პერიოდი. აქ გვექნება მზის და მთვარის დაბნელების დღეების გავლა, შემდეგ შუა ივნისიდან, ივლისის შუა რიცხვებამდე იქნება ძალიან მძიმე ენერგეტიკული სიტუაცია, რადგან დედამიწა გადავა ნეგატიურ ენერგო ველში, რაც სიტუაციას დაძაბავს. დაპირისპირებების, კონფლიქტების და სხვადასხვა სირთულის წარმოქმნის ტენდენცია რადიკალურად მოიმატებს. პანდემიის ტენდენციები მაღალია, ეს ცალკე ქმნის დაძაბულობას, მით უმეტეს, ხალხი სასაფლაოებზეც ვერ გადის და ეს ნერვებზე აისახება.
ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა, დიდი სპექტაკლი მიდის. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ რამე შეიცვალა და გაუმჯობესდა. რაც პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, მას შემდეგ რამე შეიცვალა უკეთესობისკენ, სიტუაცია დაწყნარდა? პირიქით, უფრო გამძაფრდა.
ახლა მელიას და გიორგი რურუას შეწყალება, ნახავთ როგორ გაამძაფრებს სიტუაციას. მაის-ივნისში დაბნელებები დაიწყება თუ არა ნახავთ, ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ეს უბრალოდ ქარიშხლის წინ პატარა ჩაწყნარებაა.
კრიმინალები ციხიდან გამოდიან, სათავეში მეორე კრიმინალებს უდგებიან და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მოწესრიგდა და დალაგდა, რა დალაგდა, ვის ატყუებთ?! ემზადებიან ახალი შემოტევებისთვის, რომელიც წინ გვაქვს.
აწი იწყება, რაც იწყება – თავდავიწყება. გინებები, დაპირისპირებები, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და რეაქციებს აღარ ვაძლევთ, მაგრამ ეს ყველაფერი წინაა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ ცაგარელი.
მინუს 40 კილო, დიეტის გარეშე! ფრთხილად, 1 ჭიქა წვავს დღეში 5 კილომდე…