ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს.შემთხვევა დღეს, 25 ივნისს, მოხდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
როგორც გამოცემას ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს.
მომხდარს ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ თავმდასმხელი უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.