როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული სატურნის პერიოდში ყველა დაშვებული შეცდომა ირკვევა, არასწორი გათვლები შესამჩნევი ხდება, მჟღავნდება ცრუ განცხადებები და ილუზიებიც საპნის ბუშტებივით იშლება. ეს დრო კარმული ვალების დაფარვას ემსახურება. რეტროგრადული სატურნი თითოეულ ადამიანს აიძულებს, საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღონ, იყვნენ გულწრფელები და აღარ იცხოვრონ ილუზიებით.
ამავდროულად, ეს პლანეტა ადამიანებს საჭირო ძალასა და სიმამაცეს სძენს, რომ განვითარებასა და ცვლილებებზე იზრუნონ, იპოვონ ნამდვილი მოწოდება და სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. ამავე პერიოდში შესაძლოა, ყველა ის ურთიერთობა, კავშირი, რომლებსაც ბზარი გაუჩნდა, საბოლოოდ დაიშალოს.
პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას 29 ივნისიდან დაიწყებს და 15 ნოემბერს დაასრულებს. ასტროლოგები ხშირად ამბობენ, რომ სატურნი მკაცრ მშობელს ჰგავს, რომელიც მოგვიწოდებს, დავიცვათ წესები, დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ და დავრჩეთ ჩვენი პროექტების ერთგული. ის ცდილობს, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები გვასწავლოს.
2024 წელს რეტროგრადული სატურნი თევზების ნიშანში იქნება. თევზები კი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. შესაბამისად, ეს პერიოდი შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის კიდევ უფრო მეტად მომატებულ ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდებოდეს. ის არაერთხელ გაჩვენებთ, რომ არა მხოლოდ სხვებზე, საკუთარ თავზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რეტროგრადული სატურნი ზოდიაქოს ყველა ნიშანზე ახდენს გავლენას, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თხის რქის, მერწყულისა და ვერძის ნიშნის წარმომადგენლები გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ. ზოგადად კი:
წარსულის შეცდომები უფრო აშკარა გახდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ;
ასევე, საკუთარი თავის მოტყუების, ილუზიების დრო დასრულდება – მოგიწევთ, მოვლენები უფრო რეალისტურად აღიქვათ.
იმისათვის, რომ ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ, ჯობს, რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოთ:
უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ შეასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი ამოცანა იქამდე, ვიდრე სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს.
უფრო ყურადღებით იყავით ფინანსების მიმართ და თქვენი ბიუჯეტი გააზრებულად, სიფრთხილით დაგეგმეთ. რადგანაც, რეტროგრადული სატურნის პერიოდში ფინანსური წინსვლა შედარებით ფერხდება.
ასევე, პლანეტა სატურნი დაუმთავრებელ საქმეებთან გამკლავების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ეს არის შესანიშნავი დრო ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და არსებული უთანხმოებების აღმოსაფხვრელად,
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. დაისვენეთ, განიტვირთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციას დაკარგავთ.
გადახედეთ თქვენს გეგმებს. იყავით რეალისტური. სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და თუ აღმოაჩენთ, რომ ცვლილებები გჭირდებათ, გამოწვევებს ნუ შეუშინდებით.
იყავით მომთმენი, უფრო მეტი პატივისცემა და სითბო გამოიჩინეთ მშობლების, უფროსი მეგობრების, მასწავლებლების, სულიერი ლიდერებისა და მენტორების მიმართ.