ბიძინა ივანიშვილი თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს. 49 სართულიან შენობას ოლიგარქი 116 კვ.მ მიწის ფართობზე, ამჯერად ორთაჭალის ჰესთან ჩადგამს. თბილისის მერიამ ივანიშვილს მხოლოდ მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ დიდ ფართობზე მისცა მშენებლობის ნებართვები.
ოლიგარქი თბილისის ცენტრში, სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე ფლობს უზარმაზარ ტერიტორიებს, მათ შორისაა: კოსტავას ქუჩაზე ლაგუნა ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა, იპოდრომის ტერიტორია, პანორამა თბილისი, რომელმაც თაბორის მთის ისტორიული ლანდშაფტი გაანადგურა.
კორუფციის მკვლევრები პირდაპირ ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილს შვეიცარიაში პრობლემები შეექმნა საკუთარ ფულთან დაკავშირებით, საქართველოში დაკავდა დეველოპერული საქმიანობით. ოპოზიციის განცხადებით კი, ივანიშვილი ხალხისგან მოპარული ფულით აშენებს და ამ მასშტაბური მშენებლობებით მილიონებს ისევ თავად შოულობს.