წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს.
როგორც GWP წერს, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.
“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი” – წერია განცხადებაში.