The Guardian ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ასპარეზობას სტატიას უძღვნის.
როგორც გამოცემა წერს, 26 ივნისს, პორტუგალიასთან დაპირისპირების შემდეგ ქართველები ტურნირს რომც გამოეთიშონ, მათ თავისი სათქმელი უკვე ხმამაღლა თქვეს.
„საქართველოსთვის პირველი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეპიზოდი (ჩეხეთთან დაპირისპირება) ბევრ რამეში ჰგავდა პირველ, ყოვლისმომცველ მატჩს (თურქეთთან შეხვედრას) – იყო ხმაურიანი, დაძაბული, შეუპოვარი და ზოგჯერ, ღიმილის მომგვრელი.
ხანდახან, ეს მოგაგონებდათ ჭიდაობას, როდესაც ჩეხეთი და საქართველო ფასდაუდებელი გამარჯვების მოპოვებას ცდილობდნენ. საქართველომ ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა, თუმცა, ეს შეიძლება მეტიც ყოფილიყო, რომ არა ბოლო წუთებზე, შეცვლაზე შემოსული საბა ლობჟანიძის მიერ გამარჯვების მომტანი შანსის ხელიდან გაშვება“, – წერს Guardian.
შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრე 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.