კორონა ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი იტალიაშიც დაფიქსირდა, – წერს სააგენტო “quotidiano“. სააგენტოს ცნობით, ინდური ვარიანტი პირველად ვენეტოს რეგიონში, ინდოეთიდან დაბრუნებულ მამა-შვილის დაუდასტურდა. იტალაიში ბრაზილიური ვარიანტის შემდეგ, ინდური შტამის აღმოჩენა ეპიდემიის ახალი, გლობალური აფეთქების საფრთხეს ქმნის.
ახალი ვარიანტი B.1.617 -ის სახელითაა ცნობილი, მას ინდურ, ან “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ. ახალ ვარიანტის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.