საქართველო-ჩეხეთის მატჩამდე “ვალენსია” საკუთარ მეკარეს, ქართველ წარმატებულ ფეხბურთელს გიორგი მამარდაშვილს გამამხნევებელი ტექსტით მიმართავს.
“გიორგი მამარდაშვილი #EURO2024 მატჩში ჩეხეთს 15:00 საათზე დაუპირისპირდება. წარმატებები, გიორგი!
” – წერს “ვალენსია” ოფიციალურ გვერდზე.
დღეს, Euro2024-ზე საქართველო ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში გაიმართება და საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
