დაკარგული პროფესორის მეუღლე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, წერეთლის გამზირის კამერებმა გიორგი გახელაძე დააფიქსირა.
“ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!” – წერს ირმა მალაციძე.
გიორგი გახელაძეს მეოთხე დღეა ეძებდნენ. ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორის სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც არიან ჩართულები. როგორც გახელაძის მეუღლე ამბობდა, 19 ივნისს სახლიდან გაჩერებამდე გიორგი გახელაძესთან ერთად იმგზავრა, ის უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა. ამ დღის შემდეგ ოჯახი პროფესორზე ინფორმაციას არ ფლობს.
