მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის გარშემო უკმაყოფილება არ ცხრება. მასწავლებლების დიდი ნაწილი თავს მოტყუებულად მიიჩნევს, ნაწილს ჯერ ვერ გაურკვევია, გაიზარდა თუ არა და რამდენად მათი ანაზღაურება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნათია მანია, წერს:
“ახლა მე თქვენ მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე.
იყო და არა იყო რა, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მასწავლებლებს კვალიფიკაცია აემაღლებინათ და თავიანთი კომპეტენცია დაედასტურებინათ და მოიგონეს სქემა.
სქემაში რაღაც ქულებს აგროვებდი (კრედიტებს).
როცა ამ სქემაში გაერთიანება შემომთავაზეს, ვიკითხე: რა სარგებელი მექნება-მეთქი და არაფერიო. თუ ქულებს არ დააგროვებ, მაშინ გამოცდა გექნება ჩასაბარებელი რამდენიმე წელიწადშიო და ოქეი-მეთქი, რაღაც წვალება სქემაობას გამოცდას ჩავაბარებ, არ მეშინია.
გაუკვირდათ, მარა დამანებეს თავი…
მერე სქემა შეიცვალა. ასე გვითხრეს: ვისაც უნდა, გამოცდას ჩააბარებს და ვისაც უნდა, სხვადასხვა აქტივობებით, კვლევებით, პროექტებით, ღია და დახურული გაკვეთილებით დააგროვებს კრედიტებსო. იმ ძველ სქემაში ვისაც გქონდათ რაღაცები ნაკეთები, 6 კრედიტად ჩავუთვლითო.
ზოგს ჩაუთვალეს ის ძველი კრედიტები, ზოგს ნამუშევარი დაუკარგეს, ზოგისას დროულად ვერ მიაგნეს და ასე…
მე ისევ დამეზარა კრედიტობია და გამოცდას დაველოდები-მეთქი.
დაუზარელმა ხალხმა ჩაატარა ღია გაკვეთილები, გააკეთა ან იყიდა კვლევები, ჩაწერა პროექტები, მოკლედ იწვალეს ან თავად ან სხვა აწვალეს, აიღეს კრედიტები, ზოგმა ძველსაც დაუმატა და გახდნენ წამყვანები და მენტორები (ვინც უკვე არ იყო დოქტორობის გამო, მაგალითად).
აი, გამოცდაზე კაი ხანს გვალოდინეს და გვაწრუწუნეს. სამი წელი? (თუ რამე მეშლება, მითხარით და ჩავასწორებ).
ბოლოს და ბოლოს ჩაინიშნა გამოცდა!
800 გვერდი იყო დაახლოებით ლიტერატურა მითითებული და ზოგმა წაიკითხა კიდეც!
გამოცდა ჩავაბარეთ და ვაი ჩვენ და უი ჩვენს გამსწორებლებს!სავარაუდოდ, რაღაც ტრაფარეტი ედოთ წინ. ჰოდა, თუ იმ ტრაფარეტს არ მიჰყვებოდი სიტყვასიტყვით, არც პირველი გასწორებისას ჩაგითვლიდნენ და არც მეორე გასწორებისას (გაპროტესტების მერე). თან ერთი ვარიანტი მეორეზე უფრო რთული აღმოჩნდა.
გედირია ხალხი.
ხალხი რომ გედირია, ამდენ გადარეულს რა ვუყოთო და უფრო რთული ვარიანტისას მოუმატეს ქულები.
მარა მანამ რომ გვეუბნებოდნენ:
ან გამოცდა, ან აქტივობებით კრედიტების დაგროვებაო, ეგრე არ ყოფილა თურმე.
ახლა ადექით, თქვე ზარმაცო გამოცდების მომლოდინეებო და პორტფოლიო შეავსეთო (პორტფოლიო ფაქტობრივად იგივე კრედიტების დაგროვებასავით იყო, ღია გაკვეთილების გარეშე. იქაც რაღაცები უნდა გეკეთებინა, აღგეწერა, გემტკიცებინა, გეწვალა და სხვებიც გეწვალებინა).
უბრალოდ კრედიტები კი არ გეწერებოდა, არამედ კომისია ან ჩაგითვლიდა ამ ყველაფერს, ან __ არა.
ეს პორტფოლიო როგორ შეგვევსო, ესეც პორტფოლიოს შევსებამდე ერთი თვით ადრე გვითხრეს დაზუსტებით.
მანამ როგორც თქვენ არ იცოდით, ისე არ ვიცოდით ჩვენ.ჰოდა, ვწერეთ და ვავსეთ ეს პორტფოლიოები. ზოგმა სამი თვე წერა, ზოგმა – სამი დღე.
ზოგმა 50 დოკუმენტი ჩააგდო, ზოგმა 10.
სამი მიმართულება უნდა მოგეცვა და ყველაფერს გასდებოდი:
მოსწავლეებს, კოლეგებს, სკოლისა და თემის საქმეებს და საერთაშორისო ურთიერთობებსაც კი(მენტორობა თუკი გინდოდა)!
მინიმუმ წიგნის ავტორი ან საგანმანათლებლო საიტის შემქმნელი უნდა ყოფილიყავი, მენტორობა რომ მოგნიჭებოდა…
ჰოდა, ვწერეთ, ვიკითხეთ და ოფლი ვიდინეთ ისევ.
ვიღაცებმა სკოლებს წარადგენინეს თავი განსაკუთრებული დამსახურებებისთვის.
მანდაც იგივე იყო, უნდა გემტკიცებინა, რომ ყველაფერს ხარ მოდებული და უაღრესად ჭკვიანი, აქტიური, ენერგიული და სრულიად დამსახურებული ბრძანდები.ვიღაცებს არ მიანიჭეს ეს წამყვანობა და მენტორობა და ვიღაცებს ან წვალება დაუფასდათ, ან ჭკუა, ან ეშმაკობა და მიანიჭეს.
გაითვალისწინეთ, რომ მანამ სამჯერ შეიცვალა სქემა.
გაიხარა, მოკლედ, ნაწვალებმა ხალხმა, კაიძალად მოემატათ სექტემბრიდან ხელფასები. ზოგმა მეორე სკოლაშიც დაიწყო მუშაობა. წელებზე ფეხს იდგამდა, რომ გაზრდილი ხელფასი ორჯერ აეღო და თავისი სიღარიბის ჭუჭრუტანა ამოექოლა და შეძლებად გადაექცია.
გავიდა დრო და ხანი. ყველას გიმატებთო ხელფასს, მთავრობამ. მარტო ნაწვალებ, ნაეშმაკევ ან ჭკვიან ხალხს კი არაო, უფრო ნაკლებ ჭკვიანსა და მოზარმაცო ან უბრალოდ უიღბლო მასწავლებლებსაცო.
დღემდე რომ გამოცდა ვერ ჩაუბარებია და ერთი კრედიტით გადალახა პრაქტიკოს-უფროსის ზღვარი, იმათაცო.
ერთიანად ეზრდება ყველასო. საბაზო ხელფასი გაიზრდებაო.
გაიხარა ყველამ. ერთკრედიტიანებმაც, უკრედიტოებმაც და გაყოყოჩებულმა მრავალკრედიტიან ან პორტფოლიოიან ცხრაგამოცდაჩაბარებულებმაც!
რა ჯობიაო.
ვისაც არ მოგვმატებია აქამდე არაფერი საგრძნობლად და ძლივს გაგვაქვს თავი, იმათაც გვემატება და ვისაც უფრო დიდი ხელფასი გვაქვს, იმათაც გვემატება და ვინ უნდა ვიყოთ წინააღმდეგიო…
კიდევ გავიდა ცოტა დრო… და ზოგს 800 მოგემატებათ, ზოგს 500, ზოგს 200 და ზოგს სულ არაფერიო, გამოგვიცხადეს.აი ეს მთლა ყველას არ მოეწონა და წავიდა მითქმა-მოთქმა __ ნეტა ვის ემატება ცოტა და ვის ბევრიო.
ყველას უნდოდა, თავად დამატებოდა ბევრი და სხვას ცოტა.
იყო ჭორების ხმამაღლა გავრცელება თუ ყურში ფურჩული და ერთი მიეთმოეთი.
ბოლო-ბოლო დადეს ფორმულა და რა გამოვიდა, თუ იცით?აგე, ვინც ყველაზე ნაკლები გამოცდა ჩააბარა, ან სულაც ვერ ჩააბარა, არც პორტფოლიო გაუკეთებია და თუ გააკეთა, დაუწუნეს, არც კრედიტები უგროვებია და თუ აგროვა, არ ჩაუთვალეს, აი მაგ ხალხს მოემატა ყველაზე მეტი ხელფასზე.
სულ ტყუილად აბარეთ ეს თქვენი გამოცდები და წერეთ პორტფოლიოები, მაგრად გვკიდია, ადრე რას გთხოვდით და გავალებდით, კარგად გვეყოლეთო, ასე დაგვიბარეს.
მთლა გული რომ არ დაგწყდეთ, წამყვანებს 150-ს მოგიმატებთ და მენტორებს 300-სსო. ანუ კი არ მოგიმატებთ, დაგაკლებთო რა (მანამ 600 თუ გემატებოდა, დაკლებაა, მა რა ჩემი ფეხებია).
ზოგ წამყვან-მენტორს, ვისაც ბევრი საათი არ ჰქონდა ან პირიქით, ძაან ბევრი ჰქონდა და ორ სკოლას შორის იყო გახეული, მომატების ნაცვლად დააკლდა კიდეც მთლიანი ხელფასი…ანუ… განვმარტოთ, უფრო ჭკვიან, უფრო პროფესიონალ, უფრო ბეჯით, უფრო მონდომებულ მასწავლებლებს ყველაზე ნაკლებ მოემატათ ან სულაც არ მოემატათ ან პირიქით, დააკლდათ…
ვისაც გაეზარდა, გაეზარდა ორი კაპეიკით.ახლა ამის მერე რა მოხდა?
აი ეს დაწერილი ხელფასები, ყველა მასწავლებელს ლამაზად რომ ესვა ესქულის ბაზაში, ადგნენ და წაშალეს.
ჯობია, არ იცოდეთ, რას გიმატებთ ან გაკლებთ, სიურპრიზად იყოს ხელფასის მოცემამდეო.
თან მოაყოლეს განმარტებები:თუ ვინმეს ხელფასი დაგაკლდათ ან არ მოგემატათ, 200 ლარს ყველას მოგიმატებთო!
მაშა-მაშაო…
ეგ იანვრიდან რომ უნდა მოგმატებოდათ და ივლისამდე არ მოგეცით უპრეცედენტო მატების მოლოდინში, აი მაგის ხათრითო…
თქვენც ქე გვეცოდებით კრედიტიანები, გამოცდაჩაბარებულები და პორტფოლიოზე ნანერვიულები ხალხი, რა თქვენი ბრალია, სულ ტყუილა რო გაბარებინეთ ეს გამოცდა-პორტფოლიო-კვლევა-პროექტ-ოქმებიო, ჩვენ შევცდით, მართალია, მარა ჩვენ ხომ არ მევიჭრით თავს, დანამატს თქვენ დაგაკლებთ ისევ და ვისაც ძაან დააკლდა, იმათ ორასამდე შევუვსებთ, ძაან არ იხმაურონ და სხვებს სიხარული არ ჩაამწარონო…
თუ რამე მეშლება ან ვიტყუები ან რამე გამომრჩა, შემახსენეთ”– წერს