Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მოლოდინი აქვს ვილი სანიოლს ჩეხეთთან თამაშის წინ – მთავარი მწვრთნელი განცხადებას ავრცელებს

June 21, 2024
რა მოლოდინი აქვს ვილი სანიოლს ჩეხეთთან თამაშის წინ – მთავარი მწვრთნელი განცხადებას ავრცელებს

22 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩეხეთთან შეხვედრას გამართავს.

ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„თურქეთთან დიდი ემოციები მივიღეთ. გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა. საინტერესო რაღაცები ვაჩვენეთ და შეგვიძლია, კმაყოფილები ვიყოთ. გუნდმა კარგად დაისვენა და კიტეიშვილის გარდა, ყველა მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. სხვაობა ჩეხეთსა და თურქეთს შორის და მოლოდინები: რაც შეეხება მოლოდინებს შედეგზე პასუხისმგებლები ვართ და ამის გამო შესაძლოა ისეთი ხარისხი ვერ მივიღოთ, როგორსაც ველით. ეს საერთოდ სხვა სახის შეხვედრა იქნება. ჩეხეთის ნაკრები ძალიან დიდი შემართებით თამაშობს, დიდი გამოცდილება და სხვა სტილი აქვთ. არ იქნება მარტივი თამაში. ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად გაიარა. ამის გამო პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მეტოქის თამაშზე, მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ.

ჩაკვეტაძის შეცვლაზე: გიორგი ნამდვილად არ იყო ბედნიერი, როდესაც მოედნიდან გავიდა. თუმცა, არ მინახავს მოთამაშე, რომელიც მოედნიდან გასვლით ბედნიერია. მაგრამ ეს პრობლემა არაა, მსგავსი რეაქციები მისაღებია, რადგან თამაში ყველას უნდა.

ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე: რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში.

თუ ჩვენს ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა. ცვლილებებზე ვერ გიპასუხებთ. ეს შეჯიბრია, სადაც ზოგჯერ ცვლილებების გაკეთება საჭიროა. ამას ახალი ენერგია შემოაქვს. მთავარია ეს შანსი კარგად გამოვიყენოთ, რათა შემდგომში უფრო დიდ გუნდებს ვეთამაშოთ. ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ვფიქრობ, ხალხი განსხვავდება, ზოგს ნაკლები შემართება აქვს, ზოგს მეტი. თუ ყოველთვის შედეგზე ფოკუსირდები, ყოველთვის კმაყოფილი ვერ დარჩები. უნდა შეაფასო, რა გააკეთე კარგად და რა ცუდად. ასეთი თამაშის შემდეგ ცოტა გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გულდაწყვეტა მაინც წინგადადგმული შედეგია“, – განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებმაც პირველი მატჩი დათმო. ივან ჰაშეკის გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო ილია მეორის მისალოც წერილს ავრცელებს
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge