უშედეგო ძებნის ოპერაციის მესამე საათი – მოხალისეებმა და მაშველებმა დაკარგული პროფესორის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. სამძებრო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველებმა ჩართეს თერმო დრონები, მაგრამ უშედეგოდ.
გაუჩინარებული პროფესორის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
პოლიცია და მაშველები ამ წუთებში ვაკის ტყის მასივებს ამოწმებენ, ათვალიერებენ ბაგების ტერიტორიასაც. სწორედ აქ ფიქსირდება ბოლოს ანძების ჩანაწერებით გიორგი გახელაძის ადგილსამყოფელი. 57 წლის პროფესორს ეძებენ ყველგან, ქუჩებში, სკვერებსა და მიტოვებულ ტერიტორიებზეც. ასევე მიმდინარეობს ახლომდებარე კამერის ჩანაწერების გაშიფვრაც.
57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში დილით ასევე 100-მდე მოხალისე ჩაერთო, რომლებიც სამართალდამცველებთან კოორდინაციაში არიან.
გახელაძის მეგობრის თქმით, 2 დღის წინ პირველის ნახევარზე პროფესორი პსპ-ს აფთიაქში შევიდა და ასპირინი იყიდა. ამის შემდეგ სპარში იყიდა სიგარეტი და ალკოჰოლური წამალი.
ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს მესამე დღეა ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე 2 დღის წინ, დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
პროფესორის ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.
ინფორმაციის შემთვევაში დაუკავშირდით ცოლს ირმა მალაციძეს ტელეფონზე: 599311090