მეორე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ ირმა მალაციძემ გაავრცელა.
“თუ ვინმე ხართ პავლოვი თამარაშვილის კვეთასთან ახლოს, გთხოვთ, გადით ქუჩაში. მანქანებს შორის დადიოდა მსგავსი გარეგნობის ადამიანი. ხუთი წუთის წინ. გთხოვთ!” – წერს სოციალურ ქსელში ირმა მალაციძე.
სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა აქამდე მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
პროფესორის მეუღლე რამდენიმე წუთის წინ წერდა, რომ მას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გიორგი გახელაძის მსგავსი გარეგნობის ადამიანი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შენიშნეს. მალაციძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
