“რუსული კანონის” მიღების გამო, ერთ–ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც აშშ–ის მიერდაწესებული სანციები შეეხო, მამუკა მდინარაძეა. ინფორმაიას “ტვ პირველი” ავრცელებს, თუმცა, თავად მდინარაძე სანქცირებას არ აღიარებს, ამბობს რომ ეს ტყუილია.
ტყუილი ინფორმაცია გაქვთ, გატყუებენ. არანაირი შეტყობინება არ მომსვლია და არ მისვლია არავის. მე გარანტირებულად გეუბნებით, რომ თქვენ არანაირი წყარო არ გყავთ, თქვენით იგონებთ”- ამბობს “ქართული ოცნების” ლიდერი.
მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკის მოქმედი ვიზა არ აქვს, შესაბამისად, სანქცირებულთა იმ კატეგორიაში გადის, ვინც ვიზის მიღების დროს გაარკვევს, რომ შავ სიაშია.
შეგახსენებთ,აშშ–მ “რუსული კანონის” მიღების ემდეგ სანქციების პირველი ტრანში გამოაცხადა. საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები “ოცნების” სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია.