Saturday, September 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმ დროს თანხა არ გვქონდა. მე და მამაჩემი კარდაკარ დავდიოდით”– ანიტა რაჭველიშვილი მისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს

June 19, 2024
“იმ დროს თანხა არ გვქონდა. მე და მამაჩემი კარდაკარ დავდიოდით”– ანიტა რაჭველიშვილი მისი ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს

გადაცემა „დროება“ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს სტუმრობდა, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და კარიერისკენ მიმავალ გზაზე არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.

„კონსერვატორიაში მანანა ეგაძესთან ვსწავლობდი. მან მომცა ის მომავალი, რომელიც დღეს მაქვს. მისი დაჟინებული თხოვნით, 2007 წლის ივლისში წავედი ლა სკალას აკადემიის გამოცდებზე… მას არ უნდოდა, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი, დარწმუნებული იყო, რომ ჩემი მომავალი იყო ევროპაში.

იმ დროს თანხა არ გვქონდა. მე და მამაჩემი კარდაკარ დავდიოდით, მათ შორის, კულტურის სამინისტროშიც, არც კი შეგვიშვეს არავისთან. ასევე ვიყავით სხვადასხვა ბიზნესმენთან, არტისტთან, რომლებიც იმ დროს რამეს წარმოადგენდნენ მსოფლიოში. დამცირების და სახეში კარის მიხურვის გარდა, არაფერი არ გვახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ოჯახის ძალიან ახლო წევრებმა და მეგობრებმა მოაკოწიწეს, რაც კი შეეძლოთ, რომ გავეშვი მოსმენაზე, რომელიც 2007 წლის ივლისში იყო.

წავედი, ჩავაბარე, მიმიღეს ლა სკალას აკადემიაში.. 400 ადამიანი გადიოდა გამოცდას და იქიდან მხოლოდ 7 მოვხვდით აკადემიაში. მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. რომ დავრეკე, ქალბატონი მანანა იდგა და სიხარულისგან მთელ უბანს უყვიროდა, ჩემმა ანიმ ჩააბარაო…

მილანში ვალაგებდი სახლებს, ასევე ვმუშაობდი ბიბლიოთეკაში და ვფუთავდი ნოტებს. მქონდა ხოლმე ასეთი პატარ-პატარა სამუშაოები, როდესაც აკადემიის მთავრდებოდა, შემეძლო საღამოს საათებში მემუშავა“, – აცხადებს ანიტა რაჭველიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა
  • ბათუმში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
  • “საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე”- ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge