ევროპის ჩემპიონატზე გუშინ რამდენიმე ასაკობრივი რეკორდი დამყარდა – სამივე მათგანი F-ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.
პირველი რეკორდი თურქ არდა გიულერს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარი აიღო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. გიულერი გუშინ 19 წლისა და 128 დღის იყო.
მორიგი რეკორდი ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. 39 წლის პორტუგალიელმა ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კონტინენტის მეექვსე პირველობაზე იასპარეზა.
მესამე რეკორდი კი ასევე პორტუგალიელმა პეპემ დაამყარა. 41 წლის მცველი ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა.
F-ჯგუფში გუშინ ორი თამაში გაიმართა. თურქეთმა საქართველო დაამარცხა (3:1), პორტუგალიამ კი ჩეხეთი (2:1).