საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.
ჯგუფური ეტაპის მატჩი თურქეთის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი საქართველოსთვის გიორგი მიქაუტაძემ გიორგი ქოჩორაშვილის პასით გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავენ.
დღევანდელ მატჩში 25-წუთზე ანგარიში თურქებმა მულდურის ეფექტური დარტყმით გახსნეს. 32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე, რითიც ანგარიში გაათანაბრა.