ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველო-თურქეთის თამაშს ეხმიანება და წერს რომ მისი პროგნოზი ახდა
“გოოლ!
ემა ტუხიაშვილთან ტვ პალიტრაზე დღეს დილით ჩემი პროგნოზი ახდა: პირველ გოლს ჩვენგან გაიტანს მიქაუტაძე!!
წინ, ბიჭებო!- წერს გოცირიძე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს თურქეთთან მართავს. 25-წუთზე ანგარიში თურქებმა მულდურის ეფექტური დარტყმით გახსნეს. 32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე, რითიც ანგარიში გაათანაბრა.
თამაშის ყურება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი.