საქართველო-თურქეთის შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს თურქეთთან მართავს. 25-წუთზე ანგარიში თურქებმა მულდურის ეფექტური დარტყმით გახსნეს. 32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე, რითიც ანგარიში გაათანაბრა.
თამაშის ყურება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი.