Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თვითონ ძალადობენ და მერე ყვირიან, გვიშველეთ, ჩვენზე ძალადობენო – სპეცსამსახურის მეთოდია ეს”– გია ხუხაშვილი

June 17, 2024
“იქნებ ვინმემ ამიხსნას, ეს როგორ ხდება?”– რამ გააოცა გია ხუხაშვილი

ესენი ყველა, ვინც საკუთარ თავს კონსერვატორებს უწოდებს და სინამდვილეში არ არიან კონსერვატორები, რადგან კონსერვატიზმი სხვა რამ არის, ამომრჩევლის ერთი და იმავე სეგმენტზე მუშაობენ. საერთო სურათს ამის გამო ვერ შესცვლიან”–აცხადებს „ალიასთან“  ექსპერტი, გია ხუხაშვილი, რითაც უპასუხა კითხვას „კონსერვატიული მოძრაობისა” და „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანების შესახებ.

“ამას საერთო კონიუქტურისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება. შიგნით რა ნადირობა აქვთ რუსეთთან მეგობრობაზე, რა კონკურენციაა ხელისუფლების შიგნით, ეს ნაკლებად საინტერესოა. ესენი ყველა, ვინც საკუთარ თავს კონსერვატორებს უწოდებს და სინამდვილეში არ არიან კონსერვატორები, რადგან კონსერვატიზმი სხვა რამ არის, ამომრჩევლის ერთი და იმავე სეგმენტზე მუშაობენ. საერთო სურათს ამის გამო ვერ შესცვლიან. ფრიდონ ინჯიას პარტია იქნება პარლამენტში თუ „კონსერვატორები“, ამით არაფერი შეიცვლება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ  შემოდგმომით საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, წყალგამყოფი უკვე არსებობს. ჩვენ პარტიებს კი არ ვირჩევთ, ჩვენ იმას ვირჩევთ, საით მივდივართ, სად მიდის ქვეყანა, დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ. ეს არის რეალური არჩევანი და ამ არჩევანს ამომრჩეველი აკეთებს არა პარტიული ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, თუ სად უნდა იხილოს თავისი სამშობლო. იმ პრორუსულ ფრთაზე, ორი პარტია იქნება, სამი თუ ოთხი, მნიშვნელობა არ აქვს და არაფერს შეცვლის, საერთო სურათს ვერ შეცვლის და დაუჭამიათ ერთმანეთი.

–  ბატონო გია, ძალადობა არ წყდება ხელისუფლების დაფინანსებული და წახალისებული „ზონდერების“  მიერ. სიმართლე გითხრათ,  ეს უწყვეტი ძალადობა, ეს განუკითხაობა, ამ ხალხის დაუსჯელობა ძალიან მაშინებს,  რადგან საპირისპირო მხრიდანაც შეიძლება დაიწყოს ძალადობა და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.

– ხელისუფლებას სხვა არგუმენტი არ აქვს საზოგადოებასთან სასაუბროდ, უხეშ ძალაზე დგას. ცდილობს, ფიზიკური ძალით დაჩაგროს საზოგადოება და უკან, სამზარეულოებში დააბრუნოს.  რამდენად ცინიკურია, რომ თვითონ  გამოდიან და და უსინდისოდ აცხადებენ, ოპოზიცია გვაბულინგებს და გვატერორებსო. ძალადობა წარმოშობს ძალადობასო, ირაკლი კობახიძემ „განგვანათლა“ და სად ნახა  მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობა, ერთი ფაქტი გვითხრას.  ადამიანი თუ ვერბალურად თავის პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსულ საქმეს აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ძალადობა? წარმოუდგენელი უტიფრობაა ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვინც საზოგადოების აქტიურ წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს. თვითონ ძალადობენ და მერე ყვირიან, გვიშველეთ, ჩვენზე ძალადობენო. სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge