Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირველი ივლისიდან მასწავლებელთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ იზრდება – განათლების სამინისტრო

June 17, 2024
პირველი ივლისიდან მასწავლებელთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ იზრდება – განათლების სამინისტრო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

“მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და, რა თქმა უნდა, არსებულ სტატუსებს.

ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

დღეს სისტემაში დაახლოებით 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი ეზრდება 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე, 700 ლარით – 5000-მდე, 800 ლარით 3000-მდე პედაგოგს, რაც, ჯამში, მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს.

მასწავლებლების დაახლოებით 25 პროცენტს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.

აღსანიშნავია, რომ არცერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე – მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი, შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული ამოქმედდა – ევროპის ქვეყნებში ხანძრებს ებრძვიან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge