მომღერალი სოფო ბედია primeambebi-სთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების შესახებ საუბრობს.
„ვერ ვიტყვი, რომ კორონამდე ყვაოდა შოუ-ბიზნესი, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა. ვმღეროდი, დღე-ღამეს ვასწორებდი და მე თვითონ შევქმენი ჩემი თავი.
პანდემიამ მსოფლიოს მოუღო ბოლო, ეკონომიკას განსაკუთრებით, თუმცა ხელოვანი ადამიანები კიდევ უფრო მეტად დაზარალდნენ. გაჭირვებული ადამიანები უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ. ახლა ჩემი სფერო გაჩერდა, ძალიან ცუდ დღეში ვართ, არანაირი რეალიზება ჩვენ არ გვაქვს. ამ ეტაპზე მიშაზე ვარ ფინანსურად დამოკიდებული.
– ბანკის ვალების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება, თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ბანკებთან?
– მე უკვე აღარ მაქვს ბანკთან კავშირი, ღმერთის წყალობით გადავიხადე. დიდ ვალთან ვიყავი შეჭიდებული და აქტიური მუშაობის შედეგად დავფარე. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე ვთქვათ ჩემი ფული არ მაქვს და მიშაზე ვარ დამოკიდებული. წაიკითხეთ ვრცლად primeambebi.ge-ზე.