2024 წლის 22 ივნისს წლის ყველაზე ფერადი სავსემთვარეობაა, რომელსაც ინდიელები უძველესი დროიდან “მარწყვის” მთვარეს უწოდებდნენ. სავსემთვარეობა თხის რქის ნიშანში იქნება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს და ადამიანებს არაერთ ახალ შესაძლებლობას მისცემს. ტრადიციულად, თხის რქის ნიშანში სავსე მთვარე მიზნებთან, ტიტულთან, თანამდებობასთან, კარიერასა და სტატუსთანაა დაკავშირებული. 22 ივნისის სავსემთვარეობის დროს თითოეულ ადამიანს მოუწევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ცხოვრების იმ ნაწილს, სადაც ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღების დროა. ამიტომ, ბევრი ჩვენგანისთვის სიცხადისა და ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ლოგიკური გადასვლის მომენტი დადგება.
5 რჩევა “მარწყვის” სავსემთვარეობისთვის:
როგორც ასტროლოგები ამბობენ, “მარწყვის” სავსემთვარეობისას, კონკრეტულ დღეს, იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მიხვალთ. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის დღეა, როცა შეძლებთ, საკუთარ სურვილებზე, საჭიროებებზე დაფიქრდეთ, აღმოაჩინოთ ის ფაქტორები, რომლებიც წარმატებასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით, სამუდამოდ დაასრულოთ არასაჭირო ურთიერთობები, გადადგათ პირველი ნაბიჯები კარიერული წინსვლისთვის, დაელაპარაკოთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს, დაფიქრდეთ კონფლიქტების მოგვარებაზე… ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამავდროულად, ჩამოწერეთ თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ, განხორციელების გზებზე დაფიქრდით. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
თხის რქა დისციპლინისა და წესრიგის მოყვარული ნიშანია. ამიტომაც, შეეცადეთ, სავსემთვარეობისათვის ყველაფერი მოაწესრიგოთ, ვალდებულებები აღარ შემოიტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპები შესაძლოა, გარკვეულწილად, ქაოსური და მოუწესრიგებელი აღმოჩნდეს.
თხის რქა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზეცაა პასუხისმგებელი. ამიტომაც, ამ დღეს ჯობს, თქვენთვის საყვარელ ადამიანებს შეეხმიანოთ, მოიკითხოთ, სადმე შეკრება გადაწყვიტოთ. დადებითი ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვებათ და მოტივაციას მოგცემთ.
“მარწყვის” სავსე მთვარე მიზნებსა და მატერიალურ საკითხებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ამ დღეს შესაძლოა, ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, რაც თქვენთვის ასევე წარმატებული იქნება.
დროა, კარიერული და პროფესიული განვითარების კუთხით გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება მიიღოთ. ამისთვის ეს შესანიშნავი პერიოდია. დაგეგმეთ გასაუბრება, ხელმძღვანელობასთან საუბარი, გულწრფელად აღნიშნეთ თქვენს შესაძლებლობასა და მოთხოვნებზე და დააფიქსირეთ ისიც, თუ რატომ გსურთ ცვლილებები.
წყარო: “ბომონდი”