რიკოთის უღელტეხილზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ტრაილერი ჯერ 4 მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. დაზიანდა ტრაილერის მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის 2 მგზავრი. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანის დაზიანება მსუბუქია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
@pavlekhmaladze♬ original sound – police Georgia