Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგანგებო გაფრთხილება მშობლებს – სათამაშოების ყველაზე სახიფათო დეტალი, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

June 15, 2024
საგანგებო გაფრთხილება მშობლებს – სათამაშოების ყველაზე სახიფათო დეტალი, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

ნებისმიერი ბავშვის სათამაშოებში იპოვით ისეთს, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ძირითადად ეს ცილინდრული ფორმის მოზრდილი ელემენტებია, თუმცა ბევრი სათამაშო მცირე ზომის, წამლის აბის მსგავს ბრტყელ ელემენტებს შეიცავს. სათამაშოს ეს დეტალი ყველაზე სახიფათოდ არის აღიარებული.

მბზინავი, ვერცხლისფერი, მონეტის ზომის ბატარეები ძალიან მიმზიდველია ბავშვებისთვის, რადგან ისინი კანფეტს ახსენებენ. მაგრამ თუ ასეთი “კანფეტი” გადაყლაპეს, შედეგები კატასტროფულია. დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად საშუალოდ ორი ბავშვი იღუპება ბრტყელი ელემენტების გადაყლაპვის გამო, იუწყება BBC.

როდესაც ასეთი ელემენტრი სხეულში ხვდება, ის რეაქციაში შედის შინაგან სითხეებთან და კაუსტიკური ქიმიკატების გამოყოფას იწყებს. ამიტომ, თუ ბავშვი ასეთ “აბს” გადაყლაპავს, ყოველი წუთი გადამწყვეტია.

მაგალითად, სოფი სკილმა, როდესაც ორი წლის იყო, ასეთი ელემენტი გადაყლაპა. იმ 2 საათის განმავლობაში, სანამ გოგონას საოპერაციო მაგიდაზე დააწვენდნენ, ელემენტიდან გამოთავისუფლებულმა მჟავამ საყლაპავისა და ფილტვის დაწვა მოასწრო. ექიმებმა გოგონას სიცოცხლის გადარჩენა სასწაულებრივად შეძლეს. ოპერაციის შემდეგ სოფიმ რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გაატარა.

ამიტომ, ექსპერტები მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სთხოვენ, სიფრთხილის შემდეგი ზომები მიიღონ:

  1. დარწმუნდით, რომ ბავშვს არ შეუძლია გახსნას სათამაშოს ბატარეის განყოფილების საკეტი.
  2. დისტანციური მართვის პულტი, LED სანათები და ა.შ. ბავშვებისგან შორს შეინახეთ — ამ მოწყობილობებს ჩვეულებრივ არ აქვთ ჩაკეტილი ბატარეის განყოფილებები.
  3. შეინახეთ სათადარიგო და გამოყენებული ბატარეები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  4. მცირედი ეჭვის შემთხვევაში, რომ ბავშვმა შესაძლოა ბატარეა გადაყლაპა, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. სჯობს დარწმუნდეთ, რომ ცდებით, ვიდრე ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge