“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს “X”-ზე ეხმიანება და ისევროკავშირის მხრიდან მოსალონდელი მკაცრი ნაბიჯების შესახებ წერს.
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ მისაღები ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაეგზავნათ.
“ევროპელი დიპლომატის თქმით, საუბარი არა მხოლოდ პერსონალურ სანქციებზე, არამედ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზეა.
ევროინტეგრაციის ვარიანტების ქაღალდი საქართველოს შესახებ გაიგზავნა წევრ ქვეყნებში:
მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება.
სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტისთვის, შემცირდება სამხედრო დახმარება/მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანი გაუარესება: სავიზო რეჟიმის შეჩერება, ევროინტეგრაციის შეჩერება” – წერს იოზვიაკი.