საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა, ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0.4%. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7% შეადგინა, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები 1 წლის განმავლობაში.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, გაძვირდა მხოლოდ ბრინჯი, ლობიო და შაქარი, მზესუმზირას ზეთი, წიწიბურა, მაკარონი, ფქვილი და რძის შემცველი ნაწარმი კი გაიაფდა.
უფრო კონკრეტულად:
- მზესუმზირას ზეთი- ერთ წელში ფასი შემცირდა 25%-ით
- ბრინჯი – გაძვირდა 7%-ით
- წიწიბურა – გაიაფდა 33%-ით
- მაკარონის ნაწარმი – გაიაფდა 4%-ით
- ფქვილი – გაიაფდა 2,5%-ით
- ლობიო – გაძვირდა 4%-ით
- შაქარი – გაძვირდა 1%-ით
- რძის შემცველი ნაწარმი – გაიაფდა 5%-ით