Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება“ – რისი აშენება იგეგმება იპოდრომთან?

June 14, 2024
„ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება“ – რისი აშენება იგეგმება იპოდრომთან?

იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება, ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება – ამ მშენებლობის განხორციელება კატეგორიულად დაუშვებელია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ლელოს“ დეპუტატმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემას აპირებს.

როგორც ბუაძემ განაცხადა, ოპოზიცია ამ მავნებლობის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ ვართ ახლა იპოდრომის ტერიტორიაზე. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ივანიშვილი ყიდის „ვისოლ ჯგუფზე“ და ფხაკაძეებზე, იმისთვის, რომ ამ რაიონის ეს უკანასკნელი მწვანე სივრცე განადგურდეს და აქ გაკეთდეს 400 000 მ2 უზარმაზარი კომპლექსი – 77-სართულიანი ცათამბჯენი და 6 მოზრდილი შენობა, რომელთა სართულიანობა არის 50-დან 40 სართულამდე. ეს არის ამ ქალაქის უკანასკნელი მწვანე სივრცის განადგურება იმისთვის, რომ ივანიშვილმა გააკეთოს ფული და მიიღოს ის 80 მილიონი, რა ღირებულებითაც ეს ტერიტორია გაყიდა. ეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ქალაქს კიდევ დამატებით საფრთხეში ჩააგდებს, როგორც სატრანსპორტო, ისე ურბანული და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ მშენებლობის განხორციელება არის კატეგორიულად დაუშვებელი. სამწუხაროდ, დღეს თბილისი საკრებულოში „ქართლი ოცნება“ მარტო აპირებს, რომ ჩაიდინოს ეს დანაშაული და მხარი დაუჭიროს ამ ურბანულ გენოციდს. ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ მავნებლობას და დანაშაულს. პირველ რიგში, გავასაჩივრებთ სასამართლოში, ვიბრძოლებთ აუცილებლად და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ეს მშენებლობა აუცილებლად გაჩერდება,“ – განაცხადა ბუაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge