13 ივნისის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში ადიდდა მდინარე ვერე, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა.
დაზარალდა 200-მდე ოჯახი – 1000-მდე ადამიანი.
სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. დაიტბორა მზიურის ტერიტორია.
ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა.
13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.
13 ივნისს გარდაცვლილები:
- ნუგზარ ბუაძე;
- დავით გაბიტაშვილი;
- ჟანა ეგიაზაროვა;
- ნანა ფილიშვილი;
- ელზა ზარანდია;
- ინდირა ზარანდია;
- გურამ პეტრიაშვილი;
- მარიამ ქუთელია;
- ნინა შუტკოვა;
- ივლიტა ჯიბუტი;
- ნატა ნინაშვილი;
- სულიკო ნოზაძე;
- ზურაბ მუზაშვილი;
- კარპო ენუქიძე;
- ოთარ ცუხიშვილი;
- ელიზბარ ბაღაშვილი;
- გივი დვალი;
- ლიანა ეგიაზაროვა;
- სვეტრალა ეგიაზაროვა;
- მალხაზ ჭიტაძე;
- გულიკო ჭიტაძე.
13 ივნისს დაკარგულები:
- სერგო კაპანაძე;
- ბექა ბუთურიშვილი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 13 ივნისს ერთმანეთს 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა. მათ შორის მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა.
მანამდე კი, მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა. 1972 წელს ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დაფარა და ავტომანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.