Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას – გამყრელიძის პასუხი

April 25, 2021
3 იანვრიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება? – რა ინფორმაცია აქვს გამყრელიძეს

კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა, რომელიც მსოფლიოსთვის, ამ ეტაპზე, მთავარ საფრთხედ სახელდება. ინდური შტამი – ეს არის დღეს ნომერ პირველი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ.

4 დღეში 1 მილიონი ინფიცირებული მხოლოდ ინდოეთში, ინდური შტამი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. ის უკვე დაფიქსირდა 6 ქვეყანაში. მეცნიერები ახლა იკვლევენ, როგორ მუშაობს ვაქცინები კოვიდ 19-ის ახალ, სახეცვლილ ფორმებზე.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ ინდური შტამი არის აქამდე ცნობილი სამი შტამის – ბრიტანულის, სამხრეთ აფრიკულისა და ბრაზილიურის ერთობლიობა.

„სამივე ცვლილება, რაც იმ შტამებში იყო, აქ ერთდროულად მოხდა. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს რეინფიცირების გაზრდა“, – ამბობს ზაზა წერეთელი.

მისი თქმით, ინდოეთში ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა, სადაც კლინიკური სექტორის სრული კოლაფსი მოხდა – კოვიდინფიცირებულები მხოლოდ იმიტომ დაიღუპნენ, რომ კლინიკებს ჟანგბადის მარაგები გაუთავდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გამოჩნდეს.

„ალბათობა იმისა, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფრთხისშემცველია თუ არა შავ ზღვაში გაჟონილი მაზუთი კურორტული სანაპიროებისთვის? – ექსპერტის შეფასება
  • “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა – რა ხდება ადგილზე?
  • რომელ რეგიონში გვხვდება გიურზა და როგორ მოვიქცეთ მისი დაგესვლის შემთხვევაში? – რას ამბობს სპეციალისტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge